შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მარიხუანა 10-დან 12 აგვისტომდე პერიოდში, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად იპოვეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.